Monday, 19 November 2018

                                                          ტრენინგის რეფლექსია

2018 წლის 3ნოემბრიდან ამავე წლის 19 ნოემბრის ჩათვლით ჩაგვიტარდა ტრენინგი ,,ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში"
ისტ ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესს მიმზიდველას და საინტერსოს ხდის,გამომდინარე აქედან რომ თანამედროვე სამყარო ტექნოლოგიებთან ძალიან მეგობრობს მოსწავლეთათვის მათი საშუალებით ცოდნის მიღება მოსახერხებელი და მრაავლფეროვანია.
მე როგორც უცხო ენის პედაგოგი ,სასწავლო პროცესში აქტიურად ვიყენებ cd-PLAYER რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა მოსმემნის უნარის გავნითარებას.
ასევე მოვიძიებ სასურველ მასალას ინტერნეტით,როგორც გრამატიკული ისევე ლექსიკური სავარჯიშოების ფოტოებს,ვიდეობს ტესტურ დავალებებს..ხშირად მოსწავლეები თავად მოიპოვებენ სასურველ ინფორმაციას და აკეთებენ მის პრეზენტაციას..
ხშირად მივმართავ Power-point-ის გამოყენებას რომლის მეშვეობითაც წარმოვაჩენ სასურველ თემას.

  აღნიშნულ საკითხში ტრენინგის გავლა დამეხმარება   გაკვეთილის უფრო მრავალფეროვნად დაგეგმვაში.
ტრენინგზე  გავეცანი  ბევრ  საინტერესო საკითხს, შევისწავლე პროექტის,   რესურსის შექმნა, ვიდეო  რგოლებიდან სურათის, ხმის ამოჭრა. ვისწავლე საკუთარი ბლოგის ,პორტფოლიოს  შექმნა.რაც სიახლე იყო ჩემთვის და ძალიან საინტერესო.ტრენინგზე განვიმტკიცე და ვისწავლე  იმ პროგრამების განახლებულ ვერსიებზე რესურსის შექმნა  როგორიცაა Word, excel,Power point. ეს ყველაფერი რაც ამ ტრენინგზე ვისწავლე გამოვიყენებ სასწავლო პროცესში გაკვეთილების დაგეგმვის დროს და ვფიქრობ უფრო საინტერესო და ხალისიანი იქნება ჩემი გაკვეთილი.რითვისაც დიდი მადლობა ჩვენს უსაყვარლეს ყურადღებიან ტრენერს ქალბატონ დიანას.აუცილებლად კიდევ მივიღებ მონაწილეობას მსგავსი ტიპის ტრენინგებში ცოდნის გაღრმავების მიზნით.

                                                          ტრენინგის რეფლექსია 2018 წლის 3ნოემბრიდან ამავე წლის 19 ნოემბრის ჩათვლით ჩაგვიტა...